• თბილისი
  • 25°C
  • 11 ივლისი, 2020
article

"პატარა ბიჭების დედებო (და ზოგიერთო შეგნებულო მამავ), თქვენი შვილი რომ ამ ამბავს გაიგებს, დაუჯექით და ასწავლეთ, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება"

დრამატურგი დავით გაბუნია სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება თბილისში მომხდარ საზარელ დანაშაულს, რა დროსაც მამაკაცმა ყოფილ შეყვარებულ გოგონას ბენზინი გადაასხა და დაწვა.

"შე**ეო! ეჩხუბე, სკანდალი მოუწყვე, დაწყევლე, უთხარი, რომ საძაგელი ადამიანია, რომ ვერ იტან, გული გატკინა და ა. შ. რა ვიცი... მაგრამ რომელ ავადმყოფ ტვინში დაგებადა აზრი, რომ შეგიძლია მოკლა, ცემო, დაწვა, დააბა, შენთან ყოფნას თუ არ მოისურვებს?

პატარა ბიჭების დედებო (და ზოგიერთო შეგნებულო მამავ), თქვენი შვილი რომ ამ ამბავს გაიგებს, და აუცილებლად გაიგებს, ყველგან ტრიალებს, დაუჯექით და ასწავლეთ, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება, რომ საშინელება და არაადამიანობაა. მერე რა, რომ შეიძლება ძალიან პატარა იყოს ამ ყველაფრისთვის. როგორც ვხედავთ, დიდებს არაფერი გვეშველება," - წერს დავით გაბუნია.


თეგები :