• თბილისი
  • 30°C
  • 14 ივლისი, 2020
article

გიორგი რურუას გათავისუფლებამდე შეუძლებელია ვისაუბროთ პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებაზე - ირაკლი აბესაძე

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას საპარლამენტო ოპოზიცია ეხმაურება. "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა 8 მარტს დადებული შეთანხმება სრულად ჯერაც არ შეასრულა, რაც წინასაარჩევნო გარემოს დაძაბულს გახდის.

"მთლიანად და სრულად 8 მარტის შეთანხმების შესრულებამდე და გიორგი რურუას გათავისუფლებამდე შეუძლებელია ვისაუბროთ პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებაზე. შეუძლებელია ვისაუბროთ განმუხტვაზე იმ უმძიმესი კრიზისის, რომელიც პოლიტიკურ პროცესში არის და შესაბამისად, იმ უმძიმეს წინასაარჩევნო პოლიტიკურ გარემოზე, რომელიც როგორც ჩანს იქნება მომდევნო 4 თვის განმავლობაში - სრულად პასუხისმგებელი რჩება "ქართული ოცნება," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ირაკლი აბესაძემ.

"თუ ივანიშვილმა, ასე ვთქვათ, არ მოუხმო კეთილგონიერებას და საარჩევნო პროცესში პოლიტიკური პატიმრით შევიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ კვლავ აპირებს პოლიტიკური დევნის გაგრძელებას. ეს ის სიგნალია, პოლიტიკური პატიმარი ციხეში, ამ სიგნალის საწინააღმდეგოდ მიიღებს სხვა სიგნალს, ეს არჩევნები, მაშინ, დარჩება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ. ამიტომ, იმედია ეყოფა იმდენი ჭკუა, გაათავისუფლებს რურუას და შეთანხმება იქნება ბოლომდე შესრულებული," - აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.


თეგები :