• თბილისი
  • 25°C
  • 11 ივლისი, 2020
article

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერ­ძი

ენ­დეთ პარტნი­ო­რებს და ელო­დეთ მათ­გან საქ­მი­ან წი­ნა­და­დე­ბებს. სწო­რედ მათი დახ­მა­რე­ბით, ფი­ნან­სურ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევთ. რო­გორც ჩანს, დიდი ხნის ოც­ნე­ბა აგიხ­დე­ბათ. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რომ გავ­ლე­ნი­ა­ნი მფარ­ვე­ლე­ბი გა­მოჩ­ნდე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბი­ან.

 

კურო

ერ­თგვა­რი მო­ნო­ტო­ნუ­რო­ბა და ერ­თფე­როვ­ნე­ბა მა­მა­კაც კუ­რო­ებს ახა­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის ძი­ე­ბას აი­ძუ­ლებს. გირ­ჩევთ, თავი შე­ი­კა­ვოთ და ვნე­ბე­ბი და­ა­ცხროთ, რად­გან ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მო­მა­ვალ­ში უამ­რავ პრობ­ლე­მას შე­გიქ­მნით. მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბა. ფი­ნან­სუ­რი გა­რი­გე­ბის დროს წინ­და­ხე­დუ­ლე­ბა გმარ­თებთ.

 

ტყუ­პე­ბი

აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბის­თვის შე­სა­ფე­რი­სი რო იწყე­ბა - კონ­კრე­ტი­კა თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია. ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა და მზრუნ­ვე­ლო­ბა სჭირ­დე­ბათ. დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში შე­საძ­ლოა, სტუმ­რე­ბი ან ფუ­ლა­დი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღოთ, რაც ბოლო დროს შექ­მნილ პრობ­ლე­მებ­თან გამ­კლა­ვე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

 

კირჩხი­ბი

შე­საძ­ლოა, ამ დღეს მეტი ცოდ­ნის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი გა­გიჩ­ნდეთ. ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბა და ახა­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა მო­ინ­დო­მოთ. ნუ აჩ­ქარ­დე­ბით. ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დრო არ დამ­დგა­რა. სამ­სა­ხურ­ში გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბა. ვარ­სკვლა­ვე­ბი გირ­ჩე­ვენ, ფი­ნან­სუ­რი გა­რი­გე­ბე­ბის დროს მეტი სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნოთ.

 

ლომი

სა­ვა­რა­უ­დოდ, დიდი ხნის ოც­ნე­ბას აის­რუ­ლებთ. თქვე­ნი ამ­ბი­ცი­უ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. თქვე­ნი შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბი­სა და მონ­დო­მე­ბის შე­დეგს სწო­რედ ამ დღეს მი­ი­ღებთ. სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­მოჩ­ნდე­ბა ძლი­ე­რი მფარ­ვე­ლი, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვან დახ­მა­რე­ბას გა­გი­წევთ, თუმ­ცა წინ უამ­რა­ვი დაბ­რკო­ლე­ბა გე­ლით. ხელ­საყ­რე­ლი დღეა ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­თვის.

 

ქალ­წუ­ლი

ამ დღეს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდე­ბით, რაც ძა­ლი­ან მო­გე­წო­ნე­ბათ. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ი­მე­დო გაქვთ და თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბაც სე­რი­ო­ზულ შე­მო­სა­ვალს გპირ­დე­ბათ. თქვე­ნი ამ­ბი­ცი­უ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი დაკ­მა­ყო­ფილ­დე­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, თქვე­ნი ძვე­ლი გეგ­მე­ბი ახლა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. კარ­გი დროა კო­მერ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბე­ბის­თვის.

 

სას­წო­რი

ნე­გა­ტი­უ­რი დღეა. თავი შე­ი­კა­ვეთ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის­გან, რად­გან პრინ­ცი­პულ სა­კი­თხებ­ზე პარტნი­ო­რებ­თან შე­თან­ხმე­ბას ვერ მი­აღ­წევთ. ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია გი­ჭირთ. ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს გა­უ­მარ­თლებ­ლად იუ­ხე­შე­ბით. ეცა­დეთ, თავი შე­ი­კა­ვოთ, რად­გან დი­დია უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბე­ბის რის­კი.

 

მო­რი­ე­ლი

მა­რა­დი­უ­ლი შეჭ­მა­რი­ტე­ბის შეც­ნო­ბის, ლოც­ვი­სა და მე­დი­ტა­ცი­ის დღეა. სა­სურ­ვე­ლია, სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა, ეკ­ლე­სი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა, მო­წყა­ლე­ბის გა­ცე­მა. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ნა­თე­სა­ვებს თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ. მო­სა­ლოდ­ნე­ლია და­ა­ვა­დე­ბა, ნუ და­ი­ვი­წყებთ სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

 

მშვილ­დო­სა­ნი

ხელ­საყ­რე­ლი დღეა აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბის­თვის. თა­ვად აირ­ჩი­ეთ, რა გირ­ჩევ­ნი­ათ - თხი­ლა­მუ­რე­ბით სრი­ა­ლი, ტყე­ში თუ პარკში სე­ირ­ნო­ბა? მო­სა­ლოდ­ნე­ლია არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რო­მე­ლიც გა­ი­ძუ­ლებთ, თავი საფრ­თხე­ში ჩა­იგ­დოთ და სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი და­იც­ვათ. ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის მი­მართ და­უ­ფიქ­რე­ბელ­მა ქმე­დე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ოჯახ­ში სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ფლიქ­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს .

 

თხის რქა

უკი­დუ­რე­სად ნე­გა­ტი­უ­რი დღეა. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მო­კი­დოთ ხელი რისკთან ან აზარტთან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მეს. ნუ იქ­ნე­ბით იღ­ბა­ლის იმე­დად, რად­გან წარ­მა­ტე­ბას მხო­ლოდ კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი მო­გი­ტანთ. ამ დღეს ვი­სი­მე დახ­მა­რე­ბის ან რჩე­ვის იმე­დი არ უნდა გქონ­დეთ. პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლი ან ავ­ტო­რი­ტე­ტის შე­ლახ­ვა. ერი­დეთ ნაჩ­ქა­რევ გა­და­წყვე­ტი­ლებს, კა­ტე­გო­რი­უ­ლო­ბა­სა და ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან კა­მათს.

 

მერ­წყუ­ლი

ტყუ­ი­ლე­ბის, ილუ­ზი­ე­ბი­სა და ცდუ­ნე­ბე­ბის დღეა. ფრთხი­ლად იყა­ვით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მერ­წყუ­ლებს პირ­და­პი­რი მტრე­ბი არ ჰყავთ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია აგ­რე­სია უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან. კო­ლე­გებ­თან და უფ­როს ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თავ­შე­კა­ვე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ. თავი შორს და­ი­ჭი­რეთ ზედ­მე­ტად აქ­ტი­უ­რი და აგ­რე­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან.

 

თევ­ზე­ბი

ამ დღეს არც სა­კუ­თა­რი თა­ვით და არც სხვე­ბით კმა­ყო­ფი­ლი არ ხართ. პე­სი­მიზ­მში რომ არ ჩა­ვარ­დეთ, მოვ­ლე­ნებს ფი­ლო­სო­ფი­უ­რად შე­ხე­დეთ. ერი­დეთ კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებს და და­ი­ცხრეთ ემო­ცი­ე­ბი, რომ კო­ლე­გებ­თან და ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­ი­ფუ­ჭოთ. დღის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში გირ­ჩევთ, გა­ცი­ვე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ზო­მე­ბი მი­ი­ღოთ.


თეგები :

ჰოროსკოპი