• თბილისი
  • 29°C
  • 03 აგვისტო, 2020
article

ვინ არიან ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული პირები?

გვიან ღამით და დილით, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა თბილისში 17 ახალგაზრდა დააკავეს. გავრცელებული ცნობით, დაკავებულებს შორის წუხელ მცხეთა- მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხული თენგო ბარბაქაძეც არის.

17 დაკავებულს შორის არის ასევე ადვოკატ დავით ჭიკაიძის დაცვის ქვეშ მყოფი პირი, რომელიც დღეს დილით 8 საათზე დააკავეს.

ამ დროისათვის, ახალგაზრდები დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან სადაც მათი ახლობლებიც იკრიბებიან. ადვოკატ დავით ჭიკაიძის დაცვის ქვეშ მყოფ პირს ბრალად ძალადობა ედება.

"დაკავება საცხოვრებელ სახლში მოხდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე. ბრალი, რის საფუძველზეც დააკავეს, არის 126-ე მუხლი - ძალადობა. ერთი მინდა ხაზგასმით აღვნიშნო - შაქარაშვილის მკვლელობასთან თუ ამ უბედურებასთან დაკავშირებით ბრალში არაფერია მითითებული, ეს არის ძალადობა, რომელიც სხვისი სხეულის განზრახ მსუბუქი ხარისხით დაზიანებას ითვალისწინებს. ამ ეტაპზე, დუმილის უფლებას გამოვიყენებთ და გამოძიებასთან ამ უფლებით უნდა ვისარგებლოთ. ბუნებრივია, ჩვენ საჯაროდაც განცხადებას ვერ გავაკეთებთ,"-აცხადებს ადვოკატი დავით ჭიკაიძე.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს მოგვიანებით გააკეთებს განცხადებას.

 


თეგები :