• თბილისი
  • 29°C
  • 03 აგვისტო, 2020
article

"9 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 დაავადებულთან კონტაქტია, 6 საკარანტინო სივრციდანაა, ერთი შემთხვევის წყარო კი უცნობია"

გუშინდელი მონაცემებით 879 გვყავდა დადასტურებული, დაგვემატა 9 ახალი შემთხვევა და არის 888, გამოჯანმრთელებული შვიდია, ამ მონაცემების შეჯერებით ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

"9 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 გახლავთ დაავადებულთან კონტაქტი, 6 საკარანტინო სივრციდან ყველა შემოტანილი შემთხვევა და ამ 6-დან სამი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. მხოლოდ ერთი შემთხვევაა, რომლის წყაროს მოძიება გრძელდება“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსი 888 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 731 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა.


თეგები :