• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 888-მდე გაიზარდა

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 888-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 888შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 731 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 14.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 267.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.


თეგები :