• თბილისი
  • 31°C
  • 07 აგვისტო, 2020
article

საქართველოში გამოკითხულ მამაკაცთა 83% და ქალების 74% აცხადებს, რომ ჰომოსექსუალი შვილის ყოლა შერცხვებოდა

საქართველოში გამოკითხულ კაცთა 83% ამბობს, რომ ჰომოსექსუალი შვილის ყოლა შერცხვებოდა. იმავე პოზიციას ქალების 74% იზიარებს.

კვლევა „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში: საზოგადოების აღქმა და დამოკიდებულება“ , რომელშიც 2408 რესპონდენტი მონაწილებდა, გაეროს ერთობლივი პროგრამამ გამოაქვეყნა.

ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქალებსა და კაცებს შორის საქართველოში ჰომოფობური დამოკიდებულებები კვლავ ძლიერია, განსაკუთრებით კი კაცებში.

მაგალითად, კაცების 83% ამბობს, რომ ჰომოსექსუალი შვილის ყოლა შერცხვებოდა, ხოლო 81%-ს თქმით, გეი მეგობარი არასდროს ეყოლებოდა.


თეგები :