• თბილისი
  • 27°C
  • 19 სექტემბერი, 2020
article

კომპანია, რომლის დირექტორმა და დამფუძნებლებმა ქართულ ოცნებას 70 ათასი შეწირეს, შსს-ს, 2,203,745 ლარის პურ-ფუნთუშეულით მოამარაგებს - კორუფცია თუ ნეპოტიზმი?

2020 წლის 11 ივნისს, სატენდერო კომისიამ მიიღო დადგენილება შსს-ს პურ-ფუნთუშეულით მომარაგებისათვის გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში შპს ლუკა 2005-ის გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შპს ლუკა 2005-მა, ძალოვან სტრუქტურებს, კერძოდ კი, შსს-ს დანაყოფებს, 2,203,745 ლარის ღირებულების პურ-ფუნთუშეული უნდა მიაწოდოს. 

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს ლუკა 2005-ის დამფუძნებელი და 100 პროცენტის მფლობელი იაშა ჩაჩუაა, რომელმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ქართული ოცნების კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს 60,000 ლარი შეწირა.

ხოლო შპს ლუკა 2005-ის დირექტორი ნუკრი მეფარიშვილია, რომელმაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ ფონდში 10 ათასი ლარი გადარიცხა.

თეთრი და რუხი პური, ფუნთუშა, თხელი ლავაში - ეს არის ის ძირითადი პროდუქცია, რომელშიც ბიუჯეტიდან შპს ლუკა 2005-ს, ორ მილიონზე მეტ ლარს გადაუხდიან. 

გამარჯვებული უკვე გამოცხადებულია და ამჟამად ხელშეკრულების გაფორმების ეტაპი მიმდინარეობს.

რატომ შეარჩია სატენდერო კომისიამ მაინც და მაინც ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველების კუთვნილი კომპანია, ეს, კორუფციით სავსე ქვეყანაში ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს. 

თუმცა, დავაზუსტებთ რომ შპს ლუკა 2005-ის დამფუძნებელი და 100 პროცენტის მფლობელი, იაშა ჩაჩუა, რომელიც სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან არის, კახი კალაძის ახლო გარემოცვის წევრია.


თეგები :

ტენდერი