• თბილისი
  • 28°C
  • 13 ივლისი, 2020
article

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 801-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია განთავსდა მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე.

stopcov.ge-ის მონაცემებით, დღეისათვის ქვეყანაში COVID-19-ის 801 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 644 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა - 13.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2424 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 304.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა კი შეადგენს -3.


თეგები :