• თბილისი
  • 28°C
  • 13 ივლისი, 2020
article

"როდესაც იყო მოწოდება, არ შეიკრიბოთ, თითქმის ყოველდღე დავდიოდი ღამ-ღამობით ეკლესიაში"

როდესაც იყო მოწოდება, არ შეიკრიბოთ, თითქმის ყოველდღე დავდიოდი ღამ-ღამობით ეკლესიაში. უფლისა და განგების გარეშე არაფერი არსებობს, - განაცხადა  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა, "პოსტივისთან" ინტერვიუში.  

მისი თქმით, ექიმობა ღვთისაგან ნაბოძებია და მას  ეს პერიოდი, ღმერთმა და მისმა დიდმა ძალამ გადაალახინა. 

"არ არსებობს წარმატებული ექიმი ღმერთის გარეშე. სულ დგას შენ უკან. ბოროტებას ვერ აჯობებ და ბოროტება ხშირ შემთხვევაში დაავადებაა, თუ არ გიყვარს ღმერთი და არ გიყვარს პაციენტი.  ჩვენ ყველა ვგრძნობთ ამ დიდ მხარდაჭერას, რასაც ღვთიური ძალა ჰქვია. ვერ მოვერევით ვერც ერთ პათოლოგიას, რომ არა ეს ღმერთის ძალა.  

როდესაც იყო მოწოდება - არ შეიკრიბოთ - თითქმის ყოველდღე დავდიოდი ღამ-ღამობით ეკლესიაში. არ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა, ძალიან ძნელი იყო და ის არასდროს არ გვტოვებდა. მე პირადად, შეიძლება, არ ვიცავდე მარხვას, ეკლესიურ ცხოვრებას არ მივყვებოდე, ეს პერიოდი, მე პირადად, მან და მისმა დიდმა ძალამ გადამალახინა. არ არსებობს უფლის გარეშე და განგების გარეშე არაფერი", - თქვა რატიანმა.


თეგები :