• თბილისი
  • 34°C
  • 05 ივლისი, 2020
article

აფეთქების შედეგად დაზიანებულ გაზგასამართ სადგურზე, ელექტროგაყვანილობის შესამოწმებლად მისულ სპეციალისტს დენმა დაარტყა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი

თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც გაზგასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ აფეთქება იყო, კიდევ ერთი ინცინდენტი მოხდა.

ექსპერტს, რომელიც ელექტროგაყვანილობის შესამოწმებლად სადგურზე მივიდა, დენმა დაარტყა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მამაკაცი კავკასიის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი


თეგები :