• თბილისი
  • 30°C
  • 05 აგვისტო, 2020
article

"იაკობი არის ერთ-ერთი მახინჯი ფორმა ეკლესიის იერარქთა შორის - რომ სვამს, ყველამ იცის და რასაც ნასვამ მდგომარეობაში აჟღერებს, ეს არის ყველაზე დიდი სიმახინჯე"

იაკობი არის ერთ-ერთი მახინჯი ფორმა ეკლესიის იერარქთა შორის. რომ სვამს, ეს ყველამ იცის. თურმე მღვდელმთავარიც რომ შეიძლება ლოთობდეს და სმით იქადაგოს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა - ამის შესახებ მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რასაც მეუფე იაკობი სიმთვრალეში აჟღერებს, სიმახინჯეა, პრობლემა ესაა და არა ის, დააყენებენ თუ არა სინოდზე მისი და მეუფე პეტრეს განკვეთის საკითხს.

„მოვლენები, რაც ეკლესიის გარშემო ვითარდება, საპატრიარქოს წარმომადგენლების და სუს-თან თანამშრომლობის ბრალია. უკვე დამალული და დაფარული არ არის, რომ მეუფე იაკობი, რომელიც ახმოვანებს სუს-ის მესიჯებს, არც მალავს, რომ მას აქვს კომპრომატები თვით სახელმწიფო მოხელეებზე და გარკვეულ საეკლესიო წარმომადგენლებზე, რომ საპატრიარქო მას ვერაფერს უზამს. ვინ უნდა დასვას მასზე საკითხი და ვინ გაბედავს. როდესაც მღვდელმთავარი ასეთ ტონალობაში საუბრობს, ეს უკვე არის დარღვევა. საეკლესიო კანონმდებლობის ნორმების ამოქმედების გარეშე ეკლესია დაირღვევა, დაიშლება. იაკობი არის ერთ-ერთი მახინჯი ფორმა ეკლესიის იერარქთა შორის, რომელიც ცხადად ჩანს და მისი მიმართ არანაირი სანქცია არ დაწესებულა. ის, რომ სვამს, ეს ყველამ იცის და არაფერი არაა, თურმე მღვდელმთავარიც რომ შეიძლება ლოთობეს და სმით იქადაგოს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ, ის, რასაც ნასვამ მდგომარეობაში აჟღერებს, ეს არის ყველაზე დიდი სიმახინჯე. ესაა ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა და არა ის, სინოდზე ჩემს ან მეუფე პეტრეს საკითხს დასვამენ თუ - არა. საზოგადოებაც დაიღალა, აღარ სურს, მეუფე იაკობის ამ სიგიჟის მოსმენა, ესაა მთავარი პრობლემა“ - განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ.


თეგები :