• თბილისი
  • 33°C
  • 08 აგვისტო, 2020
article

ნიკოლოზ ბასილაშვილის კარიერული წარმატება მისი ყოფილი ცოლის დამსახურებაა - ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ადვოკატმა ანა აბაშიძემ პრესკონფერენციაზე წყვილის წარსულ თანაცხოვრებასა და ამ პერიოდში ბასილაშვილის მიერ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა.

„საზოგადოებამ მინდა იცოდეს, ვინ არის ეს ქალი და რა როლი აქვს მას თავად ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებაში. ნიკოლოზ ბასილაშვილი ნამდვილად არის სპორტულ სამყაროში ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი ადამიანი და მისი დამსახურებები ნამდვილად ხაზგასასმელია, რაც ჩვენ ყველას გვიხარია. თუმცა, ეს არცერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ წარმატებული ადამიანი კონკრეტულ სფეროში, ან კონკრეტული მიმართულებით უნდა ძალადობდეს ვინმეზე. მხოლოდ იმის გამო, რომ ის არის უდავოდ წარმატებული ადამიანი, ჩვენ გავჩუმდეთ, ეს დაუშვებელია, ეს არ ნიშნავს არც სამართლებრივ სახელმწიფოს და არც ალბათ, განვითარებულ საზოგადოებას, რომელიც ხშირად მოუწოდებს ქალს, რომ მოითმინოს ძალადობა მხოლოდ იმის გამო, რომ ადამიანი, რომელზეც საუბრობს, წარმატებულია და სახელმწიფოს წარმოადგენს. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, სრულიად საფუძვლიანია ის პრეტენზიები, რომელიც სგამოძიებო ორგანოშია წარდგენილი, ეს რეალურად მხოლოდ ბატონი ნიკოლოზის დამსახურებით ხდება.

ვწუხვართ, მაგრამ თუ მის კარიერას, თუ მის დღევანდელ მდგომარეობას რაიმე დისკომფორტი შეექმნა, ერთადერთი, ვისკენაც მას შეუძლია ხელი გაიშვიროს, საკუთარი თავია.

ამავდროულად უნდა ვისაუბროთ, მის პირად წარმატებაში რა როლი აქვს მის ყოფილ მეუღლეს, მის ყოფილ ცოლს. ქალბატონი ნელი პრაქტიკულად 8 წელი იყო ნიკოლოზ ბასილაშვილთან თანაცხოვრებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატება პირდაპირ უკავშირდება მათი თანაცხოვრების პერიოდს. ამაზე თავად ნიკოლოზი საუბრობს არერთ მედიაგადაცემაში, ბეჭდურში, თუ სატელევიზიოში და ის აღიარებს აწ უკვე მისი ყოფილი ცოლის როლს მის სპორტულ კარიერაში. ასე რომ, თუ ვინმეს და ძალიან ბევრს გიამაყიათ ბატონი ნიკოლოზის წარმატებით, უნდა იცოდეთ, რომ მისი წარმატება დიდწილად დაკავშირებულია მის ოჯახთან და პირველ რიგში, მის ყოფილ ცოლთან“, - განაცხადა აბაშიძემ.


თეგები :