• თბილისი
  • 33°C
  • 09 ივლისი, 2020
article

კრედიტები კიდევ სამი თვით გადავადდება

უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებსა და ადამიანებს, რომლებსაც შემოსავლები შეუმცირდათ, საბანკო კრედიტის პროცენტი კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ. ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ისაუბრა. 

მისი თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება ხელისუფლებამ, გუშინ, საბანკო სექტორთან შეხვედრაზე მიიღო. გახარიამ აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე მოხდება. 

ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შედეგი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს საბანკო კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით ბანკს მიმართავს, ასევე გადავადდება მისი საკრედიტო პროცენტი სამი თვით, - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის სესხების გადავადების პროგრამა, პირველად, სამი თვის წინ ამოქმედდა.  


თეგები :