
ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა - საქართველოში კორონავირუსი 713 ადამიანს დაუდასტურდა
- "პრესა.ჯი"
- 10:45 20.05.2020
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 11 ადამიანი დაინფიცირდა, 19 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 713 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 475 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 პირი.