• თბილისი
  • 31°C
  • 11 აგვისტო, 2020
article

რომელი ქვეყნებიდან მიიღებს საქართველო პირველ ტურისტებს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველო ისრაელის გარდა ტურისტებს სხვა ქვეყნებიდანაც მიიღებს.

გახარიას თქმით, პირველი ქვეყანა ისრაელი იქნება. მოლაპარაკებები კი ავსტრიასთან, საბერძნეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან მიმდინარეობს.

"პირველი ასეთი ქვეყანა იქნება ისრაელი. კარგი დინამიკა გვაქვს ავსტრიასთან, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან. კარგად მიდის მოლაპარაკება საბერძნეთთან იმიტომ, რომ საბერძნეთი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, რომელმაც ევროპაში ვირუსი კარგად მართა. თითოეულ ელჩს აქვს დავალება, რომ ხვალიდან ყველას ექნება ხელში ის ინსტრუქციები, რომლებიც შექმნა ტურიზმის სააგენტომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად. თითოეული ელჩი ხვალიდან დაიწყებს აქტიურ მუშაობას იმისთვის, რომ ყველგან განაცხადოს: საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია სუფთად მართოს, მიიღოს სტუმრები და რისკების მენეჯმენტი გააკეთოს. ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასაზღვრო წერტილები, როგორც სახმელეთო ასევე საჰაერო. ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დავალებები უკვე მიცემული აქვს და პროტოკოლები შედგენილია. საჭიროა ადგილზე ტესტების ჩატარება და მთელი პროცედურები, რომელთათვისაც ქვეყანა, იმ ვადებში, რა ვადებიც გამოვაცხადეთ, მზად იქნება. რა თქმა უნდა, ტრანსპორტის უსაფრთხოების მნიშვნელობაც ძალზედ დიდია სტუმრების კოვიდისგან დასაცავად“, - განაცხადა გახარიამ.


თეგები :