• თბილისი
  • 17°C
  • 25 მაისი, 2020
article

სისხლის რომელი ჯგუფის მქონე პირი არის ყველაზე მეტად კორონავირუსით დაინფიცირების რისკის ქვეშ?

ჩინელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ რეზუს II დადებითი და უარყოფითი სისხლის ჯგუფის მქონე პირები უფრო მეტად არიან კორონავირუსით დაინფიცირების რისკის ქვეშ, ვიდრე ვიდრე სხვა ჯგუფის მატარებელი ადამიანები. აღნიშნული კვლევის შედეგები ქვეყნდება ელექტრონულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში medRxiv.

მკვლევარებმა დაადგინეს, თუ რა როლი აქვს სხვადასხვა ჯგუფის სისხლს ეპიდემიის გავრცელებაში. კვლევაშიი 4 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ერთ მესამედს ჰქონდა I ჯგუფი, მეორე მესამედს ჰქონდა II, მესამე ნაწილს ჰქონდა III, ხოლო დანარჩენ 9.1% -ს ჰქონდა IV. მეორე ჯგუფის სისხლის უჯრედებში ვირუსი უფრო მარტივად აღწევდა, ვიდრე სხვა დანარჩენში.

ამის შემდეგ, მეცნიერებმა იგივე პროპორციით გამოიკვლიეს უჰანის დიდ საავადმყოფოში კორონავირუსული ინფექციით COVID-19 ინფიცირებული 1.7 ათასი პირი. აქედან 200  უკვე გარდაიცვალა. აღმოჩნდა, ინფიცირებულთა შორის II ჯგუფის სისხლის მატარებელი პირები პროცენტულად ბევრად აღემატებოდა დანარჩენი ჯგუფებისას.

ამ კოეფიციენტების შესამოწმებლად, სპეციალისტებმა კიდევ გამოიკვლიეს 398 პაციენტი, ორი სხვა საავადმყოფოდან უჰანსა და შენჟენში. დადასტურდა ჰიპოთეზა: II ჯგუფის სისხლის მქონე ადამიანები უფრო ხშირად გვხვდებიან კორონავირუსით ინფიცირებულებში, ვიდრე სხვა ტიპის სისხლის მქონე პაციენტები.


თეგები :