• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

ხარების დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 9 პატიმარი ქალი შეიწყალა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა, რომლებიც დღესვე დატოვებენ პენიტენციურ დაწესებულებას. მათივე განცხადებით, პრეზიდენტმა შეწყალების აქტი ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით გამოსცა.

ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს და ძალადობრივი დანაშაულისთვის არ არიან გასამართლებული. 


თეგები :