• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

"ბოლნისში ერთ-ერთი დაინფიცირებული 87 წლის მამაკაცი კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის მეუღლეა"

ქვემო ქართლში, ბოლნისსა და მარნეულში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განუცხადა.

"დღეის მდგომარეობით, ორი დადასტურებული ფაქტი დაგვემატა, ერთი ბოლნისში და მეორე მარნეულში. ქვემო ბოლნისის კლასტერი რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილ ასაკოვან ქალბატონს უკავშირდება და ეს ადამიანი მისი 87 წლის მეუღლეა, მას დაუდასტურდა კორონავირუსის ფაქტი და გადაყვანილია თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში. ეს ცნობილი კლასტერია. აღნიშნულ მამაკაცსაც ქორნიკული დაავადებები აქვს და როგორც ვიცი, მარტივი მდგომარეობა არ არის.

რაც შეეხება მარნეულის ფაქტს, მარნეულში აზერბაიჯანის საზღვრისპირა სოფელია კირაჩმუღანლო და იქიდან ერთ-ერთ ქალბატონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ცნობილია, რომ მან დაახლოებით, 13 მარტს გადმოკვეთა საზღვარი. მასთან კონტაქტების დადგენა ამ წუთამდე გრძელდება, უკვე 25 ადამიანი, ვინც სავარაუდოდ, მასთან მჭიდრო კომუნიკაციაში იყო, მკაცრ თვითიზოლაციაშია. აქამდე მხარეში 21 დადასტურებული ფაქტი იყო და 23 გახდა“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.


თეგები :