• თბილისი
  • 31°C
  • 04 ივნისი, 2020
article

"ღმერთი არის ყველგან - საშუალება გვაქვს ვილოცოთ სახლში"

მართლმადიდებელი სამყარო უახლოეს დღეებში რამდენიმე უდიდესი დღესასწაულისთვის ემზადება - საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი ამბობს, რომ მოსახლეობას აქვს საშუალება სახლში ილოცოს. 

"როგორც სასულიერო პირები ხშირად ამბობენ, ღმერთი არის ყველგან და მეც მჯერა ამის, ღმერთი არის ყველგან. ჩვენ გვაქვს საშუალება, ვილოცოთ სახლებში და დარწმუნებული ვარ, ჩვენი სასულიერო პირები ილოცებენ ჩვენთვის ტაძრებში," - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მართლმადიდებლური ეკლესია ხვალ, 7 აპრილს, ხარებას, 12 აპრილს - ბზობას, 19 აპრილს კი  აღდგომას ზეიმობს. 


თეგები :