• თბილისი
  • 31°C
  • 04 ივნისი, 2020
article

მაკა სოლოღაშვილი: ორი პაციენტი ქვეყანაში შიდა გავრცელების შედეგია

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას დღეს კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ახალი პაციენტი დაემატა.

"დღეის მდგომარეობით, კლინიკაში მკურნალობს 18 პაციენტი. აქედან დადასტურებულია 9 პაციენტი. დღეს დაემატა ორი ახალი დადასტურებული პაციენტი, ორივე პაციენტი არის ქვეყანაში შიდა გავრცელების შედეგი. ამ ორი ახალი პაციენტიდან რუსთავიდან არც ერთი არ არის გადმოყვანილი, თუმცა ამ წუთისთვის, საბოლოოდ მათი გადადების წყარო შესწავლილი არ არის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, ერთი პაციენტია საყურადღებოა, თუმცა ექვემდებარება მკურნალობას და დინამიკაში იგრძნობა უკეთესობა. ხვალისთვის ველოდებით სამი პაციენტის გაწერაზე გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების რიცხვი 148-მდე გაიზარდა, საიდანაც 27 გამოჯანმრთელებულია.


თეგები :