• თბილისი
  • 26°C
  • 26 სექტემბერი, 2020
article

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა და მერის პირველმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ და მერის პირველმა მოადგილემ მანუჩარ ფაჩულიძემ თანამდებობა დატოვეს. ჯერ-ჯერობით უცნობია გადადგომის მიზეზი. ბონდო სოფრომაძემ საკრებულოს უკვე მიმართა უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით.

არსებული ინფორმაციით, ლაშა გოგიაშვილი რამდენიმე წუთის წინ, მერის პირველ მოადგილედ წარადგინა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ. მერის მოვალეობას სწორედ ლაშა გოგიაშვილი შეასრულებს. 


თეგები :