• თბილისი
  • 29°C
  • 28 მაისი, 2020
article

"ყველაზე მძიმე პაციენტი მთელი საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსისგან განიკურნა. ეს ქართული მედიცინის გამარჯვებაა"

ქალი, რომელიც ყველაზე მძიმე პაციენტად მოიხსენიეობდა, განიკურნა, - ამის შესახებ ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"გუშინ გავაკეთე განცხადება, რომ ჩვენს კლინიკაში იწვა ყველაზე მძიმე პაციენტი მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს იყო ქალბატონი. ის იყო დამძიმებული ანამნეზით და 97%-ით ეს შემთხვევა უნდა დასრულებულიყო ლეტალურად, მაგრამ ასე არ მოხდა და ეს არის კიდევ ერთი ქართული მედიცინის გამარჯვება და ქალბატონი გამოჯანმრთელებული დაუბრუნდება დღეს სახლს. ეს რა თქმა უნდა კლინიკის მედპერსონალის დამსახურებაა," - აცხადებს ლევან რატიანი.

1 აპრილის მდგომარეობით საქართველოში გამოჯანმრთელდა 23 ადამიანი.


თეგები :