
"კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა ამერიკის კლასტერს უკავშირდება"
- "პრესა.ჯი"
- 11:06 26.03.2020
კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა ამერიკის კლასტერს უკავშირდება - ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.
მისი თქმით, 77 პაციენტიდან ინფექციურ საავადმყოფოში 34 ადამიანია მოთავსებული.
"2 ახალი შემთხვევა დაემატა ჩვენს ცენტრს. ჩვენი შემთხვევის ისტორია ამერიკას უკავშირდება, ამერიკის ისტორიის კონტაქტია ჩვენს პაციენტთან დაფიქსირებული“, - განაცხადა ეზუგბაიამ.