• თბილისი
  • 30°C
  • 07 ივნისი, 2020
article

"მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა პაციენტს დადებითი ემოცია შევუქმნათ"

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ გამოჯანმრთელებული პაციენტების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ექიმები ყველანაირად ცდილობდნენ მათთვის დადებითი ემოციები შეექმნათ.

"ჩვენ გვქონდა ერთმანეთთან ძალიან კარგი დამოკიდებულება და ნამდვილად ვარწმუნებდით, რომ ისინი კარგად იქნებოდნენ და გაგვიმართლა კიდეც. დადებითი ემოციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს გამოჯანმრთელებაში და მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ყველა პაციენტისთვის რამდენადაც შესაძლებელი იყო ჩვენს პირობებში, ჩვენი მოქცევით, ჩვენი ყურადღებით შეგვექმნა დადებითი ემოციები," - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ერთ-ერთმა პაციენტმა, რომელიც ინფექციური საავადმყოფოდან რამდენიმე დღის წინ გაწერეს, ემოციური წერილი გაავრცელა და ეპიდემიოლოგებს მადლობა გადაუხადა.

"ექიმები მაიძულებდნენ, რომ კარგად ვყოფილიყავი. ხმამაღლა ვამბობ, რომ ინფექციური საავადმყოფოს ექიმები გმირები არიან, მადლობა მათ დაუღალავი შრომისთვის.

იქ ყოფნის პერიოდში ბევრჯერ მიმტყუნა ნერვებმა, მაგრამ ექიმებმა არ მომცეს უფლება დავნებებულიყავი," - განაცხადა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა.


თეგები :