• თბილისი
  • 26°C
  • 26 სექტემბერი, 2020
article

ქურდობები დაიწყო: ერთ ღამეში, ბიუ ბიუს ქათმის სამი მაღაზია გაქურდეს - გაქურდულია სხვა ობიექტებიც

სოციალური ფონის დამძიმების, ლარის კრიტიკულად გაუფასურებისა და უმუშევრად დარჩენილი ათი ათასობით ადამიანის პარალელურად, თბილისში ქურდობები გახშირდა. 

თუ ადრე ძირითადად ტექნიკის მაღაზიებს ესხმოდნენ თავს ან ქურდავდნენ, დღეს უკვე პროდუქტებზე გადავიდნენ.

მაგალითად, ცნობილი გახდა რომ გუშინ, თბილისში, ღამით, ბიუ ბიუს ქათმის სამი მაღაზია გაქურდეს. ამის შესახებ ინფორმაციას  bm.ge ავრცელებს.

კერძოდ: გაქურდულია ბიუს ბიუს მაღაზიები ხეთაგუროვის ქუჩაზე და და მოსკოვის გამზირზე.

თუმცა, ასევე ირკვევა რომ გუშინვე, ბიუ ბიუს ქათმის მაღაზიების გარდა, სხვა მაღაზიებიც გაქურდეს - ძირითადად პროდუქტის. 

პრესა.ჯის ინფორმაციით, დაკავებული ამ მომენტამდე არავინ არ არის.

უფრო მეტიც, მაღაზიების მეპატრონეების ნაწილს აფრთხილებენ რომ მედიის წარმომადგენლებთან ქურდობის ფაქტები დამალონ.

თუმცა, ბიუ ბიუს სამი მაღაზიის ქურდობის ფაქტი, bm.ge-ს კომპანია ჩირინას (ბიუ ბიუ) დისტრიბუციის ხელმძღვანელმა, ლევან წიკლაურმა დაუდასტურა.


თეგები :

ქურდობა