• თბილისი
  • 34°C
  • 05 ივლისი, 2020
article

"იტალიიდან სპეცრეისით ჩამოსულმა მოქალაქეებმა ავტობუსის მძღოლზე იძალადეს და გაიქცნენ... მათი შეჩერება საპატრულო პოლიციამ მოახერხა"

იტალიიდან საქართველოს მოქალაქეები სპეციალური რეისით ჩამოიყვანეს. ჩამოსულ მოქალაქეებს ავტობუსი დახვდათ, რომლითაც ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოხდება მათზე დაკვირვება14 დღის განმავლობაში. სოციალური ქსელის მომხმარებელი, მიხეილ შარვაშიძე, საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე დაყრდნობით წერს, რომ როდესაც ავტობუსი დაიძრა და ქალაქიდან გავიდა, მგზავრებმა მძღოლი ძალის გამოყენებით გააჩერეს და გაიქცნენ. მათი შეჩერება პატრულის იმ ეკიპაჟმა მოახერხა, რომელიც იტალიიდან ჩამოყვანილ მოქალაქეებს აცილებდა.

კერძოდ, სოციალური ქსელის მომხმარებელი წერს:

"პატრულის თანამშრომლის მონათხრობიდან:

იტალიიდან ჩამოსული თვითმფრინავის მგზავრები საჩხერის საავადმყოფოში უნდა გადაეყვანათ ორკვირიან კარანტინში და მიკროავტობუსის გასაცილებლად პატრულის ჩვენი ეკიპაჟი გამოიძახეს. მიკროავტობუსის მძღოლი აბსოლუტურად დაცული იყო და აღჭურვილი იყო სათანადო დამცავი საშუალებებით. ჩავრთეთ მოციმციმე სიგნალები და ვაცილებთ მიკროავტობუსს. ქალაქიდან როგორც გავედით, უკანიდან გვესმის გაბმული სიგნალი. მგზავრებს ძალის გამოყენებით გაუჩერებიათ მიკროავტობუსი და გარბიან. პატრულის ორმა თანამშრომელმა ნახევარ საათში ძლივს მოვახერხეთ მათი უკანვე მიკროავტობუსში დაბრუნება და საავადმყოფოში გადაყვანა.

სამწუხაროდ ასეთია ჩვენი ზოგიერთი თანამოქალაქის სამოქალაქო ცნობიერება," - წერს მიხეილ შარვაშიძე.


თეგები :