• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

"პატარა პენისები გაქვთ, ამიტომ ხართ ასეთი ბოროტები და დებილები" - რას წერენ რუსი ინტერნეტ-მომხმარებლები ქართველებზე, მარია ზახაროვას წერილზე?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მარია ზახაროვა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა სერგეი ლავროვისთვის კითხვების დასმის მცდელობას, ქართველი ჟურნალისტების მიერ.

ზახაროვამ ქართველი ჟურნალისტები მწვავედ გააკრიტიკა და საკუთარ "ფეისბუქზე" ფოტოებიც გამოაქვეყნა. ზახაროვა ირწმუნება, რომ ის მედიის წარმომადგენლებმა "დაკაწრეს."

რუსი ჩინოვნიკის წერილს ინტერნეტ-მომხმარებლების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარების უმრავლესობა საქართველოს და ქართველების შურაცხმყოფელია.

"ქართველებს თუ ევროპაში შესვლა უნდათ, პირველ რიგში, ევროპული კულტურა ისწავლონ," "ველური ხალხი," "რა სურთ საქართველოს ქალებს? ლავროვი!" "რა სიველურეა, ჯუნგლებიდან გამოვარდნენ თუ მთიდან ჩამოვიდნენ," "მათ ეს სისხლში აქვთ - ხმამაღლა საუბარი, ჩხუბი, მუჯლუგუნები... მოსკოვის ცენტრში სულ ქართველები არიან. ვეღარ გამიგია, რუსეთში ვცხოვრობ თუ საქართველოში," "ქართველებს პატარა პენისები გაქვთ, ამიტომ ხართ ასეთი ბოროტები და დებილები," - წერენ რუსი ინტერნეტ-მომხმარებლები.


თეგები :