• თბილისი
  • 14°C
  • 04 აპრილი, 2020
article

ვინ არის 20 წლის სამტრედიელი გოგო, რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე, ცეკვის დროს გარდაიცვალა? (უმძიმესი კადრები)

სოციალურ ქსელში უმძიმესი კადრები ვრცელდება. ახალგაზრდა გოგონას უეცარი გარდაცვალების ფაქტი, რესტორანში ცეკვის დროს, კამერამ დააფიქსირა.

20 წლის სამტრედიელი ანა ენგიბარიანი დაბადების დღეს მოსკოვის ერთ–ერთ რესტორანში, ოჯახთან და ახლობლებთან ერთად აღნიშნავდა. ანა "აჭარულს" ასრულებდა, როცა მოულოდნელად დაეცა და გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე, გოგონამ სოციალურ ქსელში ფოტოები განათავსა, ხოლო გოგონას დედამ, მაკა დუნდუამ - ერთ-ერთი ვიდეო. ის ვიდეო კი, სადაც გოგონას გარდაცვალებაა დაფიქსირებული, ოჯახის ახლობელმა გადაიღო.

ანა ენგიბარიანის ოჯახი ჯერ სამტრედიაში ცხოვრობდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია რუსეთის ფედერაციაში გადასახლდნენ. ანას ორი ძმა ჰყავს. გოგონას ცხედარს მშობლიურ სამტრედიაში გადმოასვენებენ და დაკრძალავენ.


თეგები :