• თბილისი
  • 6°C
  • 07 აპრილი, 2020
article

ახალი დეტალები: "გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო დაკავებული აგვისტოს ომის გმირი და ყოფილი სამხედროა, რომელიც იძულებული გახდა თავი დაეცვა"

ახალი დეტალები გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შესახებ. გავრცელებული ვიდეო-კადრების გათვალისწინებით ირკვევა რომ მკვლელობა, დიდი ალბათობით, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოხდა. ხოლო დაკავებული აგვისტოს ომის ერთერთი გმირი და ყოფილი სამხედროა, რომელიც ამავე კადრების მიხედვით, შეიძლება ითქვას რომ თავს იცავდა. 

თუმცა, მიუხედავად ამისა, გამოძიებამ აგვისტოს ომის ერთერთ გმირსა და ყოფილ სამხედროს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა.

„ბრალს, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით, გამომდინარე იქიდან, რომ უტყუარად ჩნდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები. ბრალდებულის მიმართ რამდენიმე ადამიანი ახორციელებდა ძალადობას, ის არაერთხელ სცემეს. მიაყენეს სხვადასხვა სახის დაზიანებები. 

ის ცდილობდა გაცლოდა, აყენებდნენ დაზიანებებს, არ უშვებდნენ და რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ადამიანს აქვს უფლება თავი დაიცვას. თავდაცის უფლება არის კანონმდებლობით, კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება.

ბრალდებული არის ყოფილი სამხედრო, ის არის აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირი, რომელიც იბრძოდა ვაჟკაცურად. მიუხედავად იმისა, რომ ომში მიიღო დაზიანება, ის იბრძოდა და რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პატრიოტი, უწერიერესი ადამიანი, რომელიც არასდროს ყოფილა ნასამართლევი და არასდროს ყოფილა მხილებული რაიმე დანაშაულში. 

უბრალოდ მოხდა ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენა კანონით გათვალისწინებული უფლება, უფლება რომ დაიცვას საკუთარი თავი.

მაქვს საკმაოდ ბევრი შეკითხვა, მინდა, რომ უფრო ბევრი ინფორმაცია მივიღო, თუმცა მისი მდგომარეობა ცუდია, მას აქვს სხვადასხვა პრობლემა, თვითონაც დაჭრილია. 

არ შეუძლია ნორმალურად საუბარი, რომ დეტალურად გადმოსცეს მომხდარი ფაქტის შესახებ მნიშვნელოვანი გარემოებები, ვინაიდან, ამ ეტაპზე ისიც იმყოფება საავადმყოფოში. 

დროებითი მოთავსების იზოლატორმა პრაქტიკულად ვერ მიიღო მისი დაზიანებებიდან გამომდინარე. მე მინდა დაველოდო, რომ მისი მდგომარეობა უკეთესი გახდება და ამის შემდეგ მეტ ინფორმაციას მივიღებ“, - აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

„უკაცრავად, მაგრამ როცა 5 ადამიანი ასე გამეტებით გირტყავს და შენ იარაღს ამოიღებ და თავს დაიცავ, ეს განზრახ მკვლელობა კი არა აუცილებელი მოგერიებაა - თუ მე რაღაც არასწორად გავიგე? და პოლიცია გუდაურში საერთოდ გაუქმებულია?“, - წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ რომ გუდაურში ტრაგედია მოხდა. გავრცელებული კადრების მიხედვით, ერთ პირს რამდენჯერმე თავს დაესხნენ და სცემეს, რის გამოც დაკავებულმა იარაღი გამოიყენა. შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაიჭრა. დაჭრილია ბრალდებულიც.


თეგები :

გუდაური