• თბილისი
  • 10°C
  • 16 თებერვალი, 2020
article

სტალინის შვილთაშვილი, მეუღლესთან ერთად, უკვალოდ გაუჩინარდა

მოსკოვში უკვე სამი თვეა სტალინის შვილთაშვილს, სელიმ ბენსაადს ეძებენ. სელიმის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია მამამისმა, ჰოსეინ ბენსაადმა გაავრცელა.

წარმოშობით ალჟირელი ჰოსეინ ბენსაადი სტალინის შვილიშვილზე, გალინა ჯუღაშვილზე იყო დაქორწინებული. გალინა 2007 წელს გარდაიცვალა. მათ ერთი ვაჟი, სელიმი ჰყავთ, რომელიც ბოლო წლებში, ცოლთან - ნატალიასთან ერთად მოსკოვში ცხოვრობდა. სელიმთან ერთად გაუჩინარებულია მისი ცოლიც.

ჰოსეინ ბენსაადის თქმით, მათ პერიოდულად ოჯახური კონფლიქტები ჰქონდათ, თუმცა, შემდეგ რიგდებოდნენ. მან შვილი ბოლოს 13 სექტემბერს ნახა, შემდეგ კი მისგან უცნაური მესიჯი მიიღო, სადაც ვაჟი "თავის დანებებას" სთხოვდა. ჰოსეინი ფიქრობს, რომ ეს მესიჯი მისი შვილისგან არ იყო და ის ახლა ტყვეობაში ჰყავთ. 

პოლიცია დაკარგულებს ეძებს.


თეგები :