• თბილისი
  • 8°C
  • 25 თებერვალი, 2020
article

ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჩინეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვირუსი აღენიშნება, საქართველოს მოქალაქეა - "მან ჩინეთში იმოგზაურა"

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა ჩინეთში იმოგზაურა და საქართველოში 16 იანვარს დაბრუნდა. მედიკოსებს კი 26 იანვარს მიმართა მაშინ, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. 

ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

ოჯახის ექიმის თქმით, გოგონას აღენიშნება მწვავე და არა მძიმე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, რის გამოც მკურნალობას სახლში განაგრძობს. ამ ეტაპზე, მდგომარეობა საგანგაშო არ არის. ის შესაბამისი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. 

ოჯახში დღეს, ეპიდემიოლოგები იმყოფებოდნენ, რომლებმაც მას დამატებითი კონსულტაცია გაუწიეს.


თეგები :