• თბილისი
  • 18°C
  • 01 ოქტომბერი, 2020
article

"დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ჩხრეკის შედეგად აღმოუჩინეს ნარკოტიკული ნივთიერებები პირადი მოხმარებისათვის... გთხოვთ, დაეხმაროთ ადვოკატის დასაქირავებლად"

"საგიჟეთი გრძელდება," - წერს "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ ინფორმაციას აზიარებს:

"კრიმინალთან ბრძოლის ნაცვლად, შსს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წარმოებას და ადამიანების ცხოვრების განადგურებას ისევ იგივე “წარმატებით” აგრძელებს.

სამშაბათს, დაახლოებით 11 საათზე დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც ჩხრეკის შედეგად აღმოუჩინეს ნარკოტიკული ნივთიერებები პირადი მოხმარებისათვის.

დაკავებულებიდან ერთ-ერთს მათე აბულაშვილს, შსს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილს ედავება(განსაკუთრებით დიდი ოდენობა). მას ემუქრება თავისუფლების აღკვეთა 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ.

ამ ეტაპზე მათეს სჭირდება ადვოკატი, რომელიც იბრძოლებს მისი სასჯელის შემსუბუქებისთვის და სამწუხაროდ, პირადი სახსრებით არ შეუძლია რომ დაიქირავოს.

აქ დავდებ ანგარიშის ნომრებს, რომლებზეც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა, სულ მცირედითაც კი მათეს ძალიან დაეხმარებით.

საქართველოს ბანკი: მიმღები - ნინო გაბინაშვილი

GE71BG0000000101554361

თიბისი ბანკი: მიმღები - რუსუდან აბუაშვილი

GE22TB7840345069600001"


თეგები :