• თბილისი
  • 26°C
  • 26 სექტემბერი, 2020
article

"პოლიციელებმა ცემით მოკლეს" - იტალიაში, სადეპორტო განყოფილებაში, ქართველი მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ვრცელდება

იტალიაში გარდაცვლილი ქართველი 36 წლის ვახო ჯოხაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, ის გულის შეტევით გარდაიცვალა.

ჯგუფში “ქართველი ემიგრანტები” გარდაცვლილის შესახებ სხვა ვერსიას წერენ.

“იტალიელმა პოლიციელებმა სადეპორტო ცენტრში ქართველი ახალგაზრდა, 36 წლის ვახო ჯოხაძე მოკლეს... გორიციას სადეპორტოში.

ძალიან გთხოვთ, გაავრცელეთ ეს ამბავი. სიტყვები არ მყოფნის, ეს რამხელა ტრაგედია დატრიალდა," - წერს შოთო სიხარულიძე.

"3 თვე სადეპორტოში იყო ვახო, იხვეწებოდა მე ვიყიდი ბილეთს და წავალოო, დღეს არ დაუდასტურეს საელჩოს წარმომადგენელს რომ მკვდარი იყო. მთელი დღე რეკავდნენ და ხვალიდან მიხედავენ, გასკდა გული გასკდაა, გათიშეს, ისეთი რაღაც დაალევინეს. ცუდათ ვარო, იძახდა მთელი დღე.

საელჩო დაგვიდგა გვერდით, რაც შეეძლო, ინფორმაციას გვაწოდებდა. სადისტივით ექცეოდნენ, გაამწარეს, ტელეფონი მოპარეს და რომ მოითხოვა ტელეფონი, ცემეს ნაძირლებმა. მეორე დღეს ახალი ტელეფონი მისცა უფროსმა და თან ცემით მოკლეს, სახაზინო ადვოკატმა რომ დაიცვა და გაამართლეს ვახო, ვეღარ აიტანეს და სხვა ადვოკატი ჰყავდა გუშინ, მოითხოვა ის ადვოკატი და საღამოთი ცემეს და მოკლეს,”-წერენ სოციალურ ქსელში.

RaiNews-ის ცნობით, 14 იანვარს გრადისკა დ’იზონცოს მიგრანტთა ბანაკში სხვადასხვა ეროვნების მიგრანტებმა იჩხუბეს. სამართალდამცველებმა ისინი გააშველეს, კონფლიქტში მონაწილეები კი, დააკავეს. მათ შორის იყო ვახო ჯოხაძეც.

ციხეში ქართველი შეუძლოდ გახდა და ის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 19 იანვრის ღამით მას გულის შეტევა დაემართა და დაიღუპა.

ჯერჯერობით გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის. მიმდინარეობს გამოძიება.


თეგები :