• თბილისი
  • 13°C
  • 21 თებერვალი, 2020
article

"დედაჩემს ეს დღეები ესმის, რომ თურმე მისი შვილი ვიღაც ბებერს გაჰყვა ფულის გამო. რით ვერ დაიღალეთ, ღმერთის არ გეშინიათ? ჩემი ქმარი ჩემთვის მზეჭაბუკია და მე ბედნიერი ვარ"

ქართველი ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს და სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ბლოგებს სხვადასხვა თემაზე, საზოგადოებას მორიგი წერილით მიმართავს. ცისნამი წერილით ე.წ. ტროლების და ბოტების მიერ მის წინააღმდეგ აგორებულ ცილისმწამებლურ კამპანიასა და ბულინგზე საუბრობს. ქართველი ემიგრანტი ამერიკელ მილიონერზეა დაქორწინებული. ისიც და მისი მეუღლეც ხშირად ხდებიან ქართული გვერდების და ინტერნეტ-მომხმარებლების მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი.

"ჩემს გამზრდელ დედაზე პოსტი ხშირად დამიწერია აქ, მაგრამ მისი ფოტო არასდროს დამიდია. ბევრმა ჩემმა ფეისბუქ მეგობარმა არ იცის როგორ გამოიყურება. ალბათ ზოგიერთ თქვენგანს ჩემნაირი ლამაზი, მაღალი, მოხდენილტანიანი წარმოდგენია, სინამდვილეში კი საშუალო სიმაღლის, ოდნავ ჩაპუტკუნებული დედიკოა, ცარიელი გულით. წარმოიდგინეთ როგორი კეთილი უნდა იყო ადამიანი, რომ სხვისი შვილი აიყვანო და გაზარდო, მერე შენი შვილი გეყოლოს და თან ისე გააკეთო რომ ნაშვილებს არ აგრძნობინო სხვისი შვილობა. ჩემი ფუმფულა დედიკო უკეთილშობილესი ადამიანია. 15 წლის იყო რომ ბუნებამ დაჩაგრა და მათემატიკის გამოცდაზე თვალთდაუბნელდა, დაბრმავდა. ბევრი ოპერაციებისა და ცდის შემდეგ ოდნავ დაიბრუნა თვალის სინათლე. ძალიან დიდ, მძიმე შუშებს ატარებს და იქიდან, ძლივს, ბუნდოვნად იხედება. ახლა ნელ-ნელა ჩამობერდა და მხედველობა უფრო და უფრო დააკლდა. სიარულითაც მარტო ვეღარ დადის შორს და სხვა უნდა დაიხმაროს. მარა მაინც ჩემი ჯიგარი დედიკოა.

ხოდა ამ ინვალიდი ქალის ნერვიულობას ღმერთი არ შეგარჩენთ ტროლებო, ბოტებო და სიბოროტეს უკან დაგიბრუნებთ. ეს დღეები ესმის, რომ თურმე მისი გაზრდილი შვილი ვიღაც ბებერს გაყვა ფულის გამო, თურმე ემიგრანტებს დავცინი და ა.შ.

ღმერთის მაინც არ გეშინიათ? ჩემი ქმარი მსოფლიო დონის სპორტსმენია, კაცმა მსოფლიო ჩემპიონი მოიგო 2019 წელს ფრიზბიში. ცხენს ისე აჭენებს, თქვენ არც კი დაგესიზმრებათ. ყოველ საღამო ვარჯიშობს და ისეთ ფორმაშია, რომ ახალგაზრდას შეშურდება მისი ფიზიკური მონაცემების. რა გამიხურეთ საქმე? რით ვერ დაიღალეთ? მე ბედნიერი ვარ და ჩემთვის ჩემი ქმარი მზეჭაბუკია.

დაანებეთ თავი ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს, მე, დედაჩემს.

შემეშვით და ერთხელ და სამუდამოდ დაწყნარდით.

დედაჩემის ნერვიულობას სამყარო არ შეგარჩენთ, ყველას ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ.

მე მიყვარს ჩემი დიდგულიანი დედა. მისმა ფუმფულა ხელებმა გამზარდა და ღმერთს ვთხოვ დიდხანს მყავდეს," - წერს ცისნამი.


თეგები :