• თბილისი
  • 9°C
  • 26 იანვარი, 2020
article

ქართული ოცნების საპარლამენტო სიის 53-ე ნომრის, ბენო ქაშაკაშვილის კომპანიამ მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენცია იყიდა

მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენცია ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდა. საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო, თუმცა საბოლოოდ, ყოფილი რეზიდენცია 7 510 000 ლარად გაიყიდა. რეზიდენცია ქართული ოცნების საპარლამენტო სიაში მყოფი ბენო ქაშაკაშვილის კომპანია ვინოტელმა შეიძინა.

ე.წ. ელექტრონული აუქციონი 29 ნოემბერს გამოცხადდა. გამოტანილი იყო მესტიაში მდებარე 13, 902 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. 

პირობების მიხედვით, საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოხდეს. ასევე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 42 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით.

მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენცია 2011 წელს აშენდა.

სავარაუდოდ, რეზიდენციას სასტუმრო კომპლექსად გადააკეთებენ.

აღსანიშნავია რომ ცოტა ხნის წინ, ბენო ქაშაკაშვილი სასტუმრო "ვინოტელი"-ს ყიდდა, სავარაუდოდ, ფინანსური პრობლემების გამო, თუმცა, მოულოდნელად მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენციის შესაძენი რესურსი გამოძებნა.

პ.ს: სოფო ქაცარავას პარლამენტიდან წასვლის შემდეგ, სიის მიხედვით დეპუტატი სწორედ 53-ე ნომერი, ბენო ქაშაკაშვილი უნდა გამხდარიყო, თუმცა, მან მანდატზე უარი თქვა. როგორც ჩანს, ლეგიტიმაციადაკარგულ პარლამენტში შესვლას ბიზნესი არჩია.


თეგები :