• თბილისი
  • 9°C
  • 26 იანვარი, 2020
article

თანასწორობის ჯილდო გადაეცა ბათუმელ ბაბუას, რომელიც ტრანსგენდერ შვილიშვილს სიცოცხლის ბოლო დღეებში უვლიდა

"თანასწორობის ჯილდო" ბათუმელ ავთანდილ კონცელიძეს გადასცეს. ის ტრანსგენდერ შვილიშვილს, ლიკა კონცელიძეს, რომელიც მძიმედ იყო ავად, სიცოცხლის ბოლო დღეებში უვლიდა.

ტრანსგენდერი ქალი - ლიკა კონცელიძე 24 წლის იყო, როცა გარდაიცვალა. ოჯახმა ლიკას სახლიდან გასვენებაზე უარი თქვა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს და საფლავის ქვაზეც ბიჭის სახელი დააწერეს „ავთუკა“. მეგობრებმა ტრანსგენდერი გოგოს საფლავზე სხვა ქვაც მიიტანეს წარწერით - „ლიკა“.

სამოქალაქო ორგანიზაციამ „თანასწორობის ჯილდო“ დღეს კიდევ 8 ადამიანს გადასცა - მათ, ვისაც წვლილი აქვთ შეტანილი ლგბტქ-ს უფლებების დაცვაში და ამ თემის წევრების გაძლიერებაში.


თეგები :