• თბილისი
  • 24°C
  • 19 სექტემბერი, 2020
article

"ნინო ბურჯანაძემ, "გავრილოვის ღამის" გამო, რუსებს ბოდიში მოუხადა"

ნინო ბურჯანაძემ რუსებს ე.წ. გავრილოვის ღამის გამო ბოდიში მოუხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბურჯანაძემ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, კონსტანტინ კოსაჩოვთან შეხვედრისას ისაუბრა.

"არ მეშინია, ბოდიში მოვიხადო ამ ამაზრზენი ინციდენტის გამო. ბოდიში, რომ საუბარი შეგაწყვეტინეთ, თუმცა გაგრძელების საშუალებას არ მოგცემთ, ვიდრე ბოდიშს არ მოვიხდი. რადგან მივიჩნევ, რომ ეს პირველ რიგში ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა იყო,“ - აღნიშნა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

მედია იუწყება, რომ კოსაჩოვმა, თავის მხრივ, ბოდიშისთვის ბურჯანაძეს მადლობა გადაუხადა.

 


თეგები :