• თბილისი
  • 8°C
  • 27 იანვარი, 2020
article

ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტის გამო, თაკო ჩარკვიანი გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატს ტოვებს

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი პროპორციული საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით შექმნილ ოპოზიციურ ფორმატს ტოვებს. მისი გადაწყვეტილების მიზეზი პარტია „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტია.

"ვრჩები ქუჩის აქციების მომხრედ - პიკეტირების მომხრედ, ვარ „გაერთიანებული ოპოზიციის“, „ძალა ერთობაშიას“ წევრი და ვრჩები ამ გაერთიანებაში პარტია „კანონი და სამართლით”.

რაც შეეხება კონკრეტულად, ამ პროპორციულის ფორმატთან დაკავშირებით დროებით გაერთიანებას (ბ-ნი შალვა ნათელაშვილის ოფისში, მხოლოდ პროპორციულის თემაზე, რისთვისაც მადლობა ბ. ნ შალვას) ამ გაერთიანებაში ყოფნაზე უარს ვამბობთ პარტია „კანონი და სამართალი”, რადგან ამ ვითარებაში, „ბურჯანაძის ვიზიტის შესახებ”, მინიმუმ უნდა ვყოფილიყავით ინფორმირებული, პირველად შევიტყვეთ რამდენიმე ადამიანმა „სიურპრიზად”, ვიმეორებ, ამ კონკრეტულ ვითარებაში, როცა მთელ მსოფლიოს ვეუბნებით, რომ რუსეთი გვებრძვის და იბრძვის, რომ დაგვაბრუნოს თავის სივრცეში, აი ამ დროს სრულიად უადგილოდ მეჩვენება ეს ვიზიტი, თორემ მე არანაირი უფლება არ მაქვს, რომ რუსულ ვექტორს „სირბილი” დავუშალო მოსკოვში პუტინთან, მაგრამ ამ უმძიმეს ვითარებაში, ვფიქრობ ტალახი ყველას, მთელ ქვეყანას ესხმება!“, - წერს ჩარკვიანი „ფეისბუქში“.

როგორც თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, პროპორციული გასაგებია, მაგრამ ოპოზიცია ნუ დააბნევს უცხოელ, ევროპელ პარტნიორებს

„ბრძოლა უზურპატორის წინააღმდეგ გრძელდება - „პუტინი“ კაბაში მეყოლება, თუ შარვალში ამ ქვეყანაში, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს! მთავარია სამშობლო და სახელმწიფო ერთად გვქონდეს!“ - მიიჩნევს თაკო ჩარკვიანი.


თეგები :