• თბილისი
  • 33°C
  • 09 ივლისი, 2020
article

კომოს ტბის ნადიმის ახალი დეტალები - კალაძე და თალაკვაძე კირკოროვთან და რუს პოლიტიკოსებთან ერთად იმყოფებოდნენ

პრესა.ჯიმ კომოს ტბის ნადიმის ახალი და სკანდალური დეტალები გაარკვია.

მაშინ, როდესაც ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისია და ქუჩაში გამოსულ ხალხს წყლის ჭავლით გაუსწორდნენ, თბილისის მერი, კახი კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე და ქართული ოცნების დეპუტატები ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკოსებთან და რუს მომღერლებთან ერთად ქეიფობდნენ - მილიარდერების კურორტ კომოს ტბაზე.

კერძოდ: კალაძე, თალაკვაძე, ენუქიძე და სხვები კომოს ტბაზე დინამო კიევის დირექტორისა და მილანის ყოფილი მენეჯერის, რეზო ჭოხონელიძის დაბადების დღის აღსანიშნავად გაემგზავრნენ. 

მილიარდერების კურორტზე საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები ძვირადღირებულ სასტუმროში - მარიოტში დაბინავდნენ. 

რეზო ჭოხონელიძის დაბადების დღეზე მიწვეულ სტუმრებს შორის კი, კალაძე-თალაკვაძე-ენუქიძესთან ერთად რუსეთის დუმის დეპუტატები, რუსი მომღერლები (მაგალითად, კირკოროვი), ყოფილი ფეხბურთელები (მაგალითად ანდრეი შევჩენკო) და სხვები იმყოფებოდნენ.

თუმცა, მას შემდეგ, რაც მთავარმა არხმა კომოს ტბის ნადიმის შესახებ ინფორმაციის მოპოვება დაიწყო, თალაკვაძეს მილიარდერების კურორტზე დასვენება ჩაუმწარდა. 

მან ბილეთი გადაცვალა და საქართველოში გამოემგზავრა იმ იმედით რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოატყუებდა. 

მეტიც, თალაკვაძემ ჩაწერა მიმართვა და საქართველოს მოქალაქეებს ტყუილი უთხრა, როდესაც თქვა რომ თურმე სამუშაო კაბინეტში იყო, ისევე როგორც გუშინ. 

თუმცა, ფოტო-მტკიცებულებების გამოქვეყნების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე იძულებული გახდა თავისივე ტყუილი უკან წაეღო. მან სამთავრობო არხის ეთერში იტალიაში ყოფნა დაადასტურა. 

ეს ამბავი ნათლად ასახავს საქართველოს კორუმპირებული ხელისუფლების დამოკიდებულებას ამომრჩევლისადმი. 

თალაკვაძეს, ერთადერთი რაც აღელვებდა იყო არა ხალხის მოტყუება და კრიზისის დროს ქვეყნიდან წასვლა, არამედ ის, თუ როგორ შეაფასებდა ამ ფაქტს მენტალურად რუსი ოლიგარქი ივანიშვილი. 

ამიტომაც, ერთერთი ემიგრანტის თქმით, მან სატამბოლის აეროპორტში გაიგონა ფრაზა, რომელიც თალაკვაძემ მისთვის უცნობ პირს ტელეფონში უთხრა: „მთავარია იმ დედამო@ყნულმა არ გაიგოს რომ კალაძესთან ერთად ვიყავი“.