• თბილისი
  • 7°C
  • 07 დეკემბერი, 2019
article

ფილმმა "და ჩვენ ვიცეკვეთ" სევილიისა და მადრიდის კინოფესტივალებზე ხუთი სხვადასხვა ჯილდო მიიღო

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინიდ ფილმმა "და ჩვენ ვიცეკვეთ" სევილიისა და მადრიდის კინოფესტივალების ხუთი სხვადასხვა ჯილდო მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ ფილმის შემოქმედებითი ჯგუფი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ფილმმა სევილიის კინოფესტივალზე მიიღო სხვადასხვა ჯილდო - "მაყურებლის რჩეული ფილმი და "საუკეთესო ლგბტ+ ფილმი". ხოლო მადრიდის ლგბტ+ ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე Lesgaicinemad ლევან გელბახიანს საუკეთესო მსახიობის ჯილდო გადაეცა.

გარდა ამისა, ამავე ფესტივალზე "და ჩვენ ვიცეკვეთ" წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა, მაყურებელმა კი თავის რჩეულის ჯილდო მიაკუთვნა.

ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქართველი მოცეკვავის მერაბის შესახებ, რომლის ცხოვრება მას შემდეგ იცვლება, რაც თავისივე მეტოქე ბიჭი შეუყვარდება

წარმოშობით ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის - და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced - მსოფლიო პრემიერა კანის ფესტივალზე გაიმართა, სადაც კინოკრიტიკოსთა მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა.

"ფილმის სიუჟეტი ინსპირირებულია რეალური ადამიანების ცხოვრებითა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებით. იგი გვიჩვენებს საქართველოს რეალობას და ისტორიას ფართო კონტექსტში. ეს არის გულწრფელი ფილმი თავისუფლების მნიშვნელობაზე", - აცხადებს ლევან აკინი.

ფილმი ოდესის კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა, მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კი საუკეთესო მსახიობად დასახელდა.

გარდა ამისა, ბოსნია და ჰერცეგოვინაში ლევან გელბახიანს გადაეცა კინოფესტივალის პრიზი „სარაევოს გული“, რომელიც 2019 წლის 16-23 აგვისტოს გაიმართა.

"და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთის სახელით ამერიკის კინოაკადემიის უმაღლეს ჯილდოზე გაიგზავნება.

ვალიადოლიდის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ახალგაზრდა ქართველმა მსახიობმა ლევან გელბახიანმა  ფილმში და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო მიიღო. ნათქვამია კინოფესტივალის ფეისბუკგვერდზე.

ფილმი და ჩვენ ვიცეკვეთ/And Then We Danced კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში იყო წარმოდგენილი.

30 ოქტომბერს, გახდა ცნობილი, რომ ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩიკაგოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.


თეგები :