• თბილისი
  • 6°C
  • 12 დეკემბერი, 2019
article

ეკო ფანგანი ვაკეში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე: ლევანი კონფლიქტური ტიპი იყო, არ მუშაობდა, რთული ხასიათი ჰქონდა... თაკო გაერიდა, ჯერ ბიძაშვილებთან ცხოვრობდა, მერე - ნაქირავებში, სულ მუშაობდა და სწავლობდა

ტელეწამყვანი ეკო ფანგანი იმ შემზარავ ტრაგედიას ეხმაურება, რომელიც რამდენიმე საათის წინ, ვაკეში, ატენის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით ძმამ დედა და და მოკლა. 

- თაკო აბაშიძე ჩემი მეზობელი იყო, მას ბავშვობიდან ვიცნობდი და ვმეგობრობდით. მე თბილისში არ ვარ და არავინ იცის, რა მოხდა. ერთი რამ ვიცი, თაკო რამდენიმე წლის განმავლობაში საკუთარ სახლში არ ცხოვრობდა, ჯერ თავის ბიძაშვილებთან, შემდეგ კი, ნაქირავებ ბინაში, რადგან მისი ძმა ცოტა პრობლემური ბიჭი იყო და კონფლიქტების თავიდან არიდების მიზნით ცალკე ცხოვრება გადაწყვიტა.

- პრობლემურობა რაში გამოიხატებოდა?

- ოჯახის საქმეებში ჩართული არავინ იყო, მაგრამ რთული ხასიათი ჰქონდა, კონფლიქტური ტიპი იყო. ძალიან პატარები იყვნენ მამა რომ გარდაეცვალათ, ქალბატონი ირინა ახალგაზრდა დაქვრივდა. არაჩვეულებრივი ქალი იყო, ძალიან მიყვარდა. სულ ცდილობდა, და-ძმას შორის კარგი ურთიერთობა ყოფილიყო, მაგრამ როგორც ჩანს, არ გამოსდიოდა.

- თვითონ ეს ბიჭი - ლევან აბაშიძე რას საქმიანობდა, თუ იცით?

- ვერ გეტყვით, არ ვიცი, მე ძალიან დიდი ხანია არ მინახავს. არ მგონია, სადმე ემუშავა. როგორც ვიცი, ატენის ქუჩაზე ცხოვრობდა, ისევე, როგორც ქალბატონი ირინა. დეტალები არ მახსოვს. თაკო სულ მუშაობდა, მთელი ცხოვრება, თან სწავლობდა, მაგისტრატურაში. თაკო ფსიქოლოგი იყო.

- ურთიერთობაში როგორი იყო თაკო?

- ყველაზე უპრობლემო, ლაღი, მეგობრული, გვერდში მდგომი, კარგად საურთიერთო. მთელი თბილისის მასშტაბით უამრავი მეგობარი ჰყავს. ქალბატონი ირინა უნივერსიტეტის პროფესორი გახლდათ, თაკოს ბებიაც. შესანიშნავი ოჯახი იყო, განათლებული, ინტელიგენტი. მამა რით გარდაეცვალათ, არ მახსოვს, რადგან მეც პატარა ვიყავი. წელს ბებია გარდაეცვალათ, კიდევ კარგი ის ამ ამბავს ვერ მოესწრო...

წყარო


თეგები :