• თბილისი
  • 9°C
  • 26 იანვარი, 2020
article

საქართველოს მოქალაქის ერაყელ მეუღლეს იუსტიციის სამინისტრო ბინადრობას არ აძლევს - წყვილს ორი შვილი ჰყავთ (ვიდეო)

საქართველოს მოქალაქემ ქეთი გაბაიძემ ერაყის მოქალაქე ბახტიიარ შვანზე 6 წლის წინ იქორწინა. წყვილს ორი მცირეწლოვანი გოგონა ჰყავთ - მარიამი და ქრისტინე. ქეთის მეუღლეს მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყანაში ბინადრობის უფლება ჰქონდა, მაგრამ ოთხ თვეში ეს უფლება ეწურება. არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, ერაყის მოქალაქეს ქვეყანაში დარჩენის უფლებას იუსტიციის სამინისტრო აღარ უგრძელებს.

ქეთის მეუღლემ ბახტიიარ შვანმა იცის ქართული ენა და ბათუმში, ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში, რომელიც 50 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს, მენეჯერად მუშაობს.

იუსტიციის სამინისტროსგან ბინადრობის უფლების გაგრძელებაზე ბოლო უარის მიღების შემდეგ ცოლ-ქმარმა აღარ იცის, როგორი იქნება მათი მომავალი. 

მუხლი, რომლის საფუძველზეც ბახტიიარს ბინადრობაზე უარს ეუბნებიან, ტერორიზმის საფრთხეზე საუბრობს.

"ჩემს ოჯახში არაერთხელ მოვიდნენ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები, ყველაფერი შეამოწმეს, მე მზად ვარ, ყველა კითხვას ვუპასუხო. ჩემს ბიოგრაფიაში ვერ იპოვიან რაიმე საეჭვოს და საფრთხის შემცველს ქვეყნისთვის“, – ამბობს ბახტიიარ შვანი, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია.

ამ ინფორმაციას და ვიდეოს "ბათუმელები" ავრცელებს.

ნახეთ ვიდეომასალა, რომელიც გამოცემამ მოამზადა:


თეგები :