• თბილისი
  • 6°C
  • 12 დეკემბერი, 2019
article

კონგრესმენი ადამ კინზინგერი: ოკუპაციის პირობებში მყოფი აშშ-ის დიდი მეგობარი, მოთმინებით განაგრძობს რუსეთის პროვოკაციებთან გამკლავებას

13 ნოემბერს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტზე შედგა მოსმენა თემაზე: "დემოკრატია და ნატო-ს ალიანსი: ჩვენი დემოკრატიული ფასეულობების დაცვა".

მომხსენებლებმა და კონგრესმენებმა ისაუბრეს ნატო-ს წინაშე და დემოკრატიული ფასეულობების წინააღმდეგ დღეს მსოფლიოში მიმდინარე გამოწვევებზე.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტის თანათავმჯდომარემ, აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა თავის შესავალ სიტყვაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააჟღერა.

"იმისათვის, რათა ვისაუბროთ ნატო-ს ალიანსში შემავალი ქვეყნების მმართველობის გაუმჯობესებაზე, ჩვენ უნდა შევასრულოთ ამ ქვეყნებისათვის გაცემული დანაპირები, რომ მათ მიერ რეფორმების განხორციელების შემთხვევაში ნატო-ში გავაწევრიანებთ. ახლახანს დავბრუნდი საქართველოდან, სადაც ერთი კვირა ვიყავი.

გასაოცარი იყო როცა ვნახე ოკუპაციის პირობებში მყოფი მეგობარი - აშშ-ის დიდი მეგობარი, რომელიც მოთმინებით განაგრძობს რუსეთის პროვოკაციებთან გამკლავებას, მათ შორის მიმდინარე ბორდერიზაციასთან და უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე გატაცებებთან გამკლავებას.

საქართველო განაგრძობს განამტკიცოს სასამართლო სისტემა, მედია, მმართველობა, რათა მიაღწიოს იმ შედეგებს, რომლის შედეგადაც აღსრულდება ნატო-ს მიერ საქართველოსადმი გაცემული დანაპირები. თუმცა, ნატო-ში არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც შიშობს არ გააღიზიანოს რუსეთი.

სასაცილოდაც კი არ მყოფნის იმის გააზრება, თითქოს ნატო-ს ალიანსს ეშინია იმ ქვეყნის, რომლის ეკონომიკაც ალიანსის საერთო ეკონომიკის 1/30-ედს წარმოადგენს", - საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას აღნიშნა ბ-ნმა კინზინგერმა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


თეგები :