• თბილისი
  • 6°C
  • 12 დეკემბერი, 2019
article

"21 წლის ბიჭი გარდაიცვალა, სამტრედიაში, შაკო.... მღვდელი წესს არ უგებს, გირჩის ბიბლიური თავისუფლების წევრი იყოო"

სოციალური ქსელის მომხმარებელი სალომე ხვადაგიანი წერს:

"21 წლის ბიჭი გარდაიცვალა, სამტრედიაში, შაკო.

ოჯახს როგორც წესი და რიგია, როგორც აქამდე უქნიათ და ტრადიციულად უკეთებიათ, ისე უნდათ დაკრძალვა.

ჩვენ ხომ აი, ეგეთი, წესი და რიგი, და ასე გვიკეთებია, და ჩვენი იდენტობა ეგაა ეკლესია გვაქვს, და ოჯახს, აი, 21 წლის გარდაცვლილი ბიჭის ოჯახს უნდა დაკრძალოს მართმადიდებლური წესით.

არ მოიძებნა მღვდელი, რომელიც წესს აუგებს.

რატომ იცით?

გირჩის ბიბლიური თავისუფლების წევრი იყოო.

ალბათ ორ დღეში ერთხელ ყარაულობას აიცდინა თავი 21 წლის ბიჭმა და მღვდელი არ მოიძებნა, ვისაც საკმარისი გული, სული და თანაგრძნობა ექნება წესი ააგოს.

ქრისტიანობას, ქართველობას და წესიერებას აკინის ფილმი ართმევთ, რომ ჰკითხო.

აი, ამ ამბავზე, ვისაც ნერვი არ შეუტოკდება და არ იფიქრებს რაღაც სწორად არ მოგვიწყვია ამ სამყაროშიო, აი, მაგ ადამიანის მეშინია. ძალიან. ღმერთმა დამიფაროს თქვენგან," - წერს სალომე ხვადაგიანი:


თეგები :