• თბილისი
  • 6°C
  • 13 დეკემბერი, 2019
article

ანა სუბელიანი: მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა... თვალი სრულიად შემთხვევით გადამირჩა

ანა სუბელიანმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა:

"სასწრაფოს მანქანაში ვარ, კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩემთან ერთადვე არის ჰომოფობიური აქციის რამდენიმე წარმომადგენელი და ვისმენ ექიმის შეგონებებს იმაზე, რომ ეს ფილმი არის პროვოკაცია თურმე. სრულიად შემთხვევით გადამირჩა თვალი. მე და ჩემ მეგობრებს გაჭრილად გვაგინებდნენ და გვემუქრებოდნენ და პოლიციამ არაფერი გააკეთა მათ შესაჩერებლად. მიზანმიმართულად მესროლეს დიდი ქვა ან მსგავსი მძიმე საგანი," - წერს ანა.

 


თეგები :