• თბილისი
  • 4°C
  • 22 ნოემბერი, 2019
article

შსს-ს კინოლოგები, პრევენციის მიზნით, კინოთეატრებს ამოწმებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგები, პრევენციის მიზნით, კინოთეატრებს ამოწმებენ. 

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გაჟღერდა ვერსია, რომ ფილმ And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლის მიზნით, ჰომოფობიური მოძრაობის წევრები 112-ში დარეკავდნენ და კინოთეატრში ბომბის არსებობის შესახებ განაცხადებდნენ. 

ფილმის პირველი ჩვენება დღეს, 8 ნოემბერს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში გაიმართება. სხვადასხვა ექსტრემისტული დაჯგუფებები And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან.


თეგები :