• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

სანდრა რულოვსმა წალენჯიხელ პატარა გენიოსს, ქაიან ბელქანიას ტელესკოპი აჩუქა (ვიდეო)

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა წალენჯიხელ პატარა გენიოსს, ქაიან ბელქანიას, თავისი შვილის, ედუარდ სააკაშვილის ძველი ტელესკოპი აჩუქა.

9 წლის ქაიანი, რომელიც ასტროფიზიკითაა დაინტერესებული, სოციალური ქსელის და სხვადასხვა ტელესიუჟეტების მეშვეობით უკვე მთელმა ქვეყანამ გაიცნო.

ქაიანი წალენჯიხაში ცხოვრობს და ბებია ზრდის. 

"ეს ტელესკოპი ედუარდისაა. ის უკვე დიდი ბიჭია, ცოლი მოიყვანა და კოსმოსშიც აღარ იყურება. მას აღარ სჭირდება ეს ტელესკოპი და გადავწყვიტეთ, ქაიანს ვაჩუქოთ," - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ნახეთ ვიდეო:


თეგები :