• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

ერდოღანი: თურქეთი ტრამპის წერილს ვერ დაივიწყებს და შესაბამის დროს სათანადო პასუხსაც გასცემს

თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის უხეშ წერილს ვერ დაივიწყებს და სათანადო პასუხს გასცემს, როდესაც შესაბამისი დრო დადგება, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა სტამბოლში მედიასთან შეხვედრისას.

ერდოღანმა სირიაში სამხედრო ოპერაციამდე დონალდ ტრამპისგან მიღებული გამაფრთხილებელი წერილი ნაგვის ურნაში მოისროლა. ამის შესახებ ინფორმაცია BBC-მ 17 ოქტომბერს გაავრცელა. 

9 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში ტრამპი ერდოღანს მოუწოდებს რომ თავი შეიკავოს სირიაში სამხედრო ოპერაციისგან. "ნუ თამაშობ მაგარი ბიჭის როლს, ნუ ჩაიდენ სისულელეს“, - მიმართავს ტრამპი ერდოღანს:

ამ ეტაპზე, ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია დროებით შეწყვეტილია.

 

 


თეგები :