• თბილისი
  • 11°C
  • 15 ნოემბერი, 2019
article

"ხმა, რომელიც მოგცა ღმერთმა, კარტოფილში არ უნდა გაცვალო"

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, The Movement TV-ისთან ინტერვიუში პოლიტიკაში მოსვლის მიზეზებზე ილაპარაკა.

როგორც ხაზარაძე ამბობს, რომ იძულებული გახდა და ეს მისი სურვილი არ ყოფილა. 

„პირველ რიგში ჩვენ არ დავპირდებით ადამიანებს არარეალურ ამბავს. ჩვენ ვეტყვით სიმართლეს. უნდა უთხრა, სადა ვართ დღეს. ეს პირველი ნაბიჯი. მეორე ნაბიჯია, რომ უნდა უთხრა, რომ შენი ხმა, რომელიც ღმერთმა მოგცა, კარტოფილში არ უნდა გაცვალო. შენი შვილები რომ ცხოვრობდნენ თავისუფალ, წესიერ და ნორმალურ ქვეყანაში, პირველ რიგში უნდა დაიწყო სიმართლით, შენს თავთან სიმართლით“, - განაცხადა ხაზარაძემ.


თეგები :